
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება და მათი დიდი ინტერესით გამოირჩევა.
ახლახან, სკოლაში განხორციელდა საგაკვეთილო პროექტი სახელწოდებით - „ასე უყვარდათ საქართველოში“, რომლის ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლალი მჟავია იყო.
ქალბატონმა ლალიმ დასაწყისში გააკეთა სულში ჩამწვდომი და შთამბეჭდავი შესავალი.
ღონისძიება დატვირთული იყო მოსწავლეების მიერ საოცრად ლამაზად წაკითხული ლექსებითა და ქორეოგრაფიული ნომრებით. მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით, კედლის გაზეთიც შექმნეს.