ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჰერბარიუმი შექმნეს
18-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი, საინტერესო და სახალისო. პედაგოგები მოსწავლეებს გაკვეთილებს მრავალფეროვანი აქტივობებით უმდიდრებენ. 

ახლახან, ბილინგვური პროგრამის ფარგლებში, სკოლაში დასაქმებულმა ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა.

შირაზ ჩახოიანმა, მოსწავლეებთან ერთად ჰერბარიუმი შექმნა. პროექტის განხორციელებამდე მოსწავლეებმა გაისირნეს ბუნებში, შეაგროვეს სხვადასხვა სახის მცენარეები, დააკვირდნენ და შეისწავლეს მცენარის შემადგენელი ნაწილები, მათი ფუნქციები. შემდეგ გააშრეს მოძიებული მცენარეები და ფილმის საშუალებით ჰერბარიუმის შექმნის პროცესს გაეცნენ. ამ ყველაფრის კულმინაცია კი მათი ხელით დამზადებული ჰერბარიუმი გახდა, რომლის პრეზენტაცია სიამაყით მოაწყვეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი სახის მრავალფეროვანი გაკვეთილები ხშირად ტარდება ბილინგვური პროგრამის ფარგლებში, ეს კი ხელს უწყობს სწავლისა და საგნისადმი მოსწავლეთა ინტერესს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203