ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა.
სკოლის დირექტორის, ზოია ნაზარიანის ინიციატივით, კლასის დამრიგებლებს დაევალათ მოემზადებინათ კლასები შემოდგომის ზეიმისთვის.
სკოლაში საოცარი ფერთა გამა, სასიამოვნო სურნელი და საზეიმო განწყობა იგრძნობოდა დილიდანვე.
„შრომატევადი და დამღლელი შემოდგომის შემდეგ ყოველ წელს განსაკუთრებულად ვზეიმობთ ბარაქიან შემოდგომას. ტრადიცია წელსაც არ დავარღვიეთ და პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე მონაწილეობდა საშემოდგომო ღონისძიებაში“,- გვეუბნებიან სკოლაში და ტრადიციადქცეული ღონისძიების შესახებ გვიყვებიან.
შემოდგომის ფერებით გალამაზებული დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცა არა მარტო მოსწავლეებისათვის არამედ მასწავლებლებისა და მშობლებისთვისაც .ზეიმის პროგრამა მრავალფეროვანი იყო და მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩებას ემსახურებოდა.
მოსწავლეებმა მხატვრულად წარმოთქვეს ლექსები სომხურ და ქართულ ენებზე, შეასრულეს თემატური სიმღერები, გამოფინეს ნახატები და ნაკეთობები. გამორჩეულად ლამაზი იყო სოფელ ხანდოს მაკეტი, რომელიც მე-10 კლასის მოსწავლეებმა აღწერეს ქართუნ ენაზე.
ზეიმის დასრულების შემდეგ სკოლის დირექტორმა დიდი მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს აქტიური ჩართულობის, მაღალი პასუხისმგებლობისა და შემოქმედებითობისთვის.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე