იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემა - „დედამიწა და ჰორიზონტის მხარეები, შავი ზღვა“, საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
18-11-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის ხარისხზე აისახება. 

აღსანიშნავია, IV კლასში ჩატარებული ბუნებისმეტყველების საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებმა თემა - „დედამიწა და ჰორიზონტის მხარეები, შავი ზღვა“ პრაქტიკული მუშაობის, კვლევისა და თვალსაჩინოებების მეშვეობით შეისწავლეს.

გაკვეთილი მიზნად ისახავდა საქართველოს ბუნებრივი გარემოს უკეთ გაცნობას. მოსწავლეებმა განსაზღვრეს ჩრდილოეთის, სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებები, ისაუბრეს შავი ზღვის მნიშვნელობაზე.

გაკვეთილი ინტერაქტიული და ბავშვებისათვის განსაკუთრებით მოტივაციური აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203