ბუზავეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა ღია გაკვეთილით დაიწყეს 
18-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პირველი კლასის მასწავლებელმა - მარინე სრმიკიანმა მოსწავლეებს ღია გაკვეთილი ჩაუტარა და არაერთი როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე სახალისო თუ საზეიმო აქტივობა შესთავაზა. 

მოსწავლეები პირველ ასობგერას დიდი ინტერესით გაეცნენ და წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნაც წარმოაჩინეს. 

მალევე ღია გაკვეთილი ღონისძიებაში გადაიზარდა - მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და პედაგოგი სიამაყით აავსეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203