მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა გასაოცარი საშემოდგომო სანახაობა
18-11-2025
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა და წელიწადის ეს ულამაზესი დრო ფერადი სანახაობით გააცილეს. 
 
სკოლაში ღონისძიება - „შემოდგომის გაცილება“ გაიმართა. საშემოდგომო ზარ-ზეიმში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 
 
ღონისძიება დაგეგმეს და ხორცი შეასხეს მელეს საჯარო სკოლის პედაგოგებმა. წარმოდგენილი იყო ყველა სახის საშემოდგომო ხილი, ხელნაკეთი გოდრები, თიხის ჭურჭელი. სუფრა გაწყობილი იყო მრავალფეროვანი ორნამენტებით. სკოლაშივე მოდუღდა თათარა და სკოლის ყველა მოსწავლემ ამოავლო სიმბოლურად ჩურჩხელა.
 
ამ გასაოცარი სანახაობით ისიამოვნეს როგორც მოსწავლეებმა, ასევე მაყურებლებმა.
 
„გილოცავთ, შემოდგომის გაცილებას და ზამთრის დადგომას ძვირფასი მოსწავლეებო“,- მიმართეს მასწავლებლებმა მოსწავლეებს და კიდევ არაერთ შთამბეჭდავ ღონისძიებას დაჰპირდნენ. 
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203