ხრეითის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია 
18-11-2025
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის პირველკლასებელმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 
 
მოსწავლეებს ანბანეთში პედაგოგი მედეია შეყილაძე შუძღვა. ეს დღე ბავშვებისათვის განსაკუთრებული იყო, რადგან პირველად შეხვდნენ ქართულ ანბანს.
 
ღონისძიება იყო თამაშით, აქტივობებითა და ემოციებით სავსე. მოსწავლეები ენთუზიაზმით ასრულებდნენ დავალებებს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს და საბოლოოდ შეძლეს „ა“ და „ი“ ასოების ამოცნობა, გარჩევა და დაკავშირება შესაბამის საგნებთან. 
 
„ჩემი პატარებისთვის ყველა დღე ლამაზია, მაგრამ ეს დღე განსაკუთრებული იქნება, რადგან ჩემი ულამაზესი მოსწავლეები ეზიარენ „დედა ენას“ და ოქროს ასოებით შემოხაზეს „აი ია“. Მჯერა ეს დღე დაუვიწყარი იქნება ჩემი ბეღურებისთვის“,- გვეუბნება პირველკლასელების მასწავლებელი. 
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203