ხანდოს საჯარო სკოლაში ქართული პოეზიის მეფის დაბადების დღე ღონისძიებით აღინიშნა 
18-11-2025

17 ნოემბერი ქართული პოეზიის მეფის გალაკტიონის დაბადების დღეა.  წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში თარიღი ღონისძიებით აღნიშნეს. 

ღონისძიება მასწავლებლების - ცირა კახაძისა და ნანა გორგაძის ხელმძღვანელობით გაიმართა და სკოლაში გალაკტიონის უკვდავი პოეზიაა აახმიანა. მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას, მხატვრულად წაიკითხეს მისი ლექსები და მისი განცდები, ემოციები, ღირებულებები გაიზიარეს. 

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა, მათ გალაკტიონის პოეზიის ძალა, მშვენიერება და მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203