
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მინი ფეხბურთში სასკოლო ტურნირი გაიმართა, რომელშიც ოთხი გუნდი მონაწილეობდა.
გუნდები პრინციპით - „ერთი კლასი - ერთი მოთამაშე“ დაკომპლექტდა.
საინტერესოა, რომ მათ შორის მე-10 კლასელი გოგონა ქრისტინე კეკუტია თამაშობდა, რომელიც დახვეწილი საფეხბურთო უნარებით გამოირჩევა და მეტოქეების კარიც სამჯერ დალაშქრა.
ტურნირში პირველი ადგილი გუნდმა „საბამ“ დაიკავა, რომელიც შედგებოდა შემდეგი მოსწავლეებისგან: 1. საბა ნაჭყებია (მე-11 კლასი), 2. იოანე ჯიჯელავა, 3. საბა ნაჭყებია (მე-8 კლასი), 4. თორნიკე კოკაია, 5. ზუკა უჩავა.
ტურნირის ინიციატორი გახლდათ მე-11 კლასის წარჩინებული მოსწავლე საბა ნაჭყებია, ორგანიზატორები: დავით ნაჭყებია, ვლადიმერ ერქვანია და საბა ნაჭყებია, ხოლო მსაჯები: ბუთხუზ ნადარაია და ვლადიმერ ერქვანია.
იხილეთ ფოტოები: