ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
18-11-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საგნის - „პროექტი სამოქალაქო განათლებაში“ ფარგლებში,  თანასკოლელებსა და მასწავლებლებს მიულოცეს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. 

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას გადასცეს მისალოცი ბარათები, წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები და მოისმინეს საზოგადოების შეხედულებები ტოლერანტობასთან დაკავშირებით.

აღასანიშნავია, რომ სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნებს, არამედ შემწყნარებლობასა და კაცთმოყვარეობას ასწავლიან და სწორ ღირებულებებზე ზრდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203