
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია.
ახალახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
თამაში საინტერესოდ წარიმართა - მოსწავლეებმა იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
სკოლაში ჩემპიონატის მიმდინარეობს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ცირა კახაძე.
იხილეთ ფოტოები: