უკმაყოფილო გულშემატკივრების პროტესტმა შედეგი გამოიღო - ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღე
03-07-2018
ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღეს, თბილისის ორ საგამოცდო ცენტრთან (N173 და N175 საჯარო სკოლებში) აბიტურიენტების გულშემატკივრებს სკამები დახვდათ.

როგორც ისინი Etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, აღნიშნულით ძალიან გახარებულები არიან, რადგან საგულშემატკივროდ სათანადო პირობები აქვთ. მათივე ინფორმაციით, სკამები მერიამ დადგა.

გუშინ გულშემატკივრები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, რომ მათთვის სათანადო პირობები არ იყო შექმნილი.

„სკამები არი არის, რომ დავსხდეთ. ტროტურზე ვსხედვართ. ძალიან უკმაყოფილოები ვართ, რომ პირობები არ გვაქვს საგულშემატკივროდ, როგორ შეიძლება ასე?!“ - აღნიშნავდა ერთ-ერთი აბიტურიენტის გულშემატკივარი Etaloni.ge-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ დაიწყო.საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. აბიტურიენტები დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203