ეწერის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
18-11-2025

17 ნოემბერი ქართული პოეზიის მეფის გალაკტიონის დაბადების დღეა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში თარიღი გამორჩეულად აღინიშნა. 

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მარიამ ბრეგვაძის ხელმძღვანელობით და მასწავლებლების - მზია კაპანაძის, მარიტა ციცქიშვილისა და მეგი გიორგაძის ჩართულობით, 17 ნოემბერს გალაკტიონი გაცოცხლდა ეწერის საჯარო სკოლაში. 

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას და მისი უკვდავი პოეზია წაიკითხეს. 

„მართლაც ჭყვიშში წარმოვიდგინე ჩემი თავი ...გალაქტიონის სახლში. მე-7 მე-8 მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს ბუმბერაზი პოეტის ლექსები და ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები... მადლობა ყველას ასეთი ლამაზი ღონისძიებისთვის.... სტუმრად ასევე მოწვეული გვყავდა სოფელ ეწერის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ნელი მოდებაძე“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეების მონდომება და მათი შემოქმედებოთობა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203