დაბა ლენტეხის N2 სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა ისტორიული პიროვნებების შესახებ საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
19-11-2025

დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ

ახლახან, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ანანო ბაქრაძემ VI კლასის მოსწავლეებთან ერთად საინტერესო აქტივობა დაგეგმა.

მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით დაიყვნენ სამ ჯგუფად (თითო ჯგუფში 2 მოსწავლე). თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა პრეზენტაციები ცნობილი ისტორიული პიროვნებების შესახებ (ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და შაჰ-აბასი).

აქტივობის მიზანი იყო:

1) ისტორიული პიროვნებებისა და მათი როლის უკეთ გაცნობა;

2) მოსწავლეებში გუნდური მუშაობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა, მოსწავლეებმა ცნობილი ისტორიული პიროვნებების შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203