წყემის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
18-11-2025

17 ნოემბერი ქართული პოეზიის მეფის გალაკტიონის დაბადების დღეა. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში თარიღი გამორჩეულად აღინიშნა. 

მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ხოტბა შეასხეს და მისი უკვდავი პოეზია წაიკითხეს. 

„მოსწავლეები კიდევ ერთხელ შეეხნენ იმ იდუმალ და საოცარ სამყაროს, რომელსაც გალაკტიონ ტაბიძე ჰქვია. სამყაროს, სადაც თითოეული სტრიქონი როგორც მუსიკა, როგორც ფერი, ფიქრის ჩუმი ძახილია. სამყაროს, რომლის გაცნობისას  ადამიანი თითქოს სხვანაირად იწყებს სუნთქვას - უფრო ნაზად, უფრო ღრმად, უფრო ადამიანურად.

გალაკტიონი უბრალოდ პოეტი არ არის. ის არის მთვარის, ღამის, სიჩუმისა და სიყვარულის მეფე. პოეტი, რომელმაც შეძლო საკუთარ სიტყვებში ჩაეტია მთელი საქართველო - მისი ცა, მისი სევდა, მისი სინათლე. მის ლექსებში დაქრის ქარი, ტირის წვიმა, რეკენ ზარები…  მისი პოეზია მხოლოდ ლამაზი სიტყვა არაა - ის არის ძალა, სითბო და სული. სწორედ ამიტომ არის გალაკტიონის პოეზია მარადიული - ის არასდროს ბერდება, იმიტომ რომ ადამიანური გრძნობა არასდროს ბერდება“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებსაც გალაკტიონის პოეზიის სიყვარულს შთააგონებენ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203