თხინვალის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
18-11-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლაში დირექციის, მოსწავლეთა თვითმმართველიბისა და სპორტის პედაგოგ ოთარ დოლიძის მხარდაჭერითა და ორგანიზებით სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ გაიმართა. 

ღონისძიება გაჯერებული იყო სპორტული და სახალისო აქტივობებით. ბავშვები სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

ღონისძიების მიზანი იყო მეგობრობის გაძლიერება, გუნდურობა და ერთმანეთის მხარდაჭერა, ასევე აქტიური მოძრაობის და ჯანსაღი წესის მნიშვნელობის გააზრება. 

ღონისძიების დევიზი იყო - „მოძრაობა და მხიარულება ბედნიერ სკოლას“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები.

შეირჩა ორი თანაბარი სიძლიერის გუნდი - „მტრედები“ და „მერცხლები“. 

აირჩა კომპეტენტური ჟიური, რომელიც აკვირდებოდა აქტივობებს და საუკეთესოდ შეაფასა შეჯიბრების მონაწილეები. მცირე უპირატესობით გაიმარჯვა გუნდმა - „მერცხლებმა“. ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა ნანული ბოლქვაძემ მონაწილეები დიპლომებით დააჯილდოვა, ხოლო გამარჯვებულ გუნდის კაპიტანს გადაეცა თასი.

„შეჯიბრებამ  საინტერესოდ ჩაიარა, იყო მხიარულება, სიცილი, ხალისი, ერთმანეთისადმი პატივისცემა, მოგონებაში დარჩება სიხარულით სავსე მომენტები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო 1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203