
17 ნოემბერი პოეზიის მეფის გალაკტიონის დაბადების დღეა. ტრადიციულად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში ჩატარდა ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მწერლის ცხოვრების შესახებ, წაიკითხეს ლექსები, ააწყვეს ვიდეო და წარმოადგინეს თვალსაჩინოება. ბოლოს კი, პედაგოგებთან ერთად, უყურეს დოკუმენტურ ფილმს გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრების შესახებ.
მოსწავლეებისთვის ღონისძიება მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. მათ გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ბევრი ნაკლებადცნობილი ფაქტიც შეიტყვეს. ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნაზი ხუციშვილი ხელმძღვანელობდა, რისთვისაც მას სკოლის დირექცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის.
„სკოლის დირექცია, მადლობას უხდის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ნაზი ხუციშვილს დღევანდელი შემეცნებითი ღონისძიებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: