„განათლება გვაძლევს თავისუფლებას“ -მარტვილის N1 სკოლაში, პროექტის ფარგლებში, ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
19-11-2025

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში გრძელდება პროექტი - „განათლება გვაძლევს თავისუფლებას“.

პროექტის ხელმძღვანელია რ. ჭედიშვილი. საგანმანათლებლო ინიციატივის დევიზი კი გახლავთ - „სწავლა ცოდნის თესლია, ცოდნა კი წარმატებისა“. 

ახლახან, პროექტის ფარგლებში, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ შემოდგომის სესიის პირველი ტური გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები დიდი ინტერესით ელოდნენ ამ დღეს.

პირველ ტურში მონაწილეობდნენ მე-9 და მე-9 ; მე-10 და მე-10; და ასევე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეები ინტელექტუალურ შერკინებაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ და იაქტიურეს. 

მეორე ტური გაიმართება ნოემბრის ბოლო პარასკევს.

პროექტის ხელმძღვანელი მადლობას უხდის დახმარებისთვის სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს - ელენე კორთხონჯიას და გიორგი ხურცილავას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203