მარტვილის N1 სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა
18-11-2025
წელს, ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წელი გავიდა. ეს ღირსშესანიშნავი თარიღი მარტვილის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს. 
 
1-ელ კლასში (მ.ფუტკარაია) ლამაზი ღონისძიება გაიმართა. პირველკლასელები რომლებიც ანბანს „დედა ენით“ სწავლობენ, მისი ავტორის ცხოვრებსა და მოღვაწეობას გაეცნენ.
 
პედაგოგი პატარებს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე ესაუბრა და აღნიშნა მისი როლი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში. პედაგოგმა პატარები არაერთ სახალისო აქტივობაშიც ჩართო და ღირსშესანიშნავი დღე პატარებს დღესასწაულად უქცია. 
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203