
მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ქიმიის გაკვეთილები გაჯერებულია საინტერესო პრაქტიკული სამუშაოებითა დ აექსპერიმენტებით და გამოირჩევა მოსწავლეთა დიდი ინტერესით.
ახლახან, სკოლის მე-9ა კლასის მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი ფორმატით იმუშავეს თემაზე - „შოკოლადის ქიმია“.
გაკვეთილი მოიცავდა ექსპერიმენტს, პრეზენტაციასა და ბუკლეტის შექმნას, რამაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა თემა შეესწავლათ როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად.
მოსწავლეებმა შეისწავლეს თუ რა ქიმიური პროცესები ხდება შოკოლადის დამზადებისას, მოსწავლეებმა ასევე მოამზადეს პრეზენტაციები, სადაც აღწერეს შოკოლადის შემადგენლობა, ქიმიური თვისებები და ჯანმრთელობაზე გავლენა.
გაკვეთილის შემაჯამებელი ნაწილი ბუკლეტების შექმნას დაეთმო - ბავშვებმა ძირითად ინფორმაციას ერთ ბროშურაში მოუყარეს თავი და თანაკლასელებს წარუდგინეს.
„გულწრფელად გვიხარია,როდესაც მოსწავლეები აქტიურად და საინტერესოდ ერთვებიან სასწავლო პროცესში. მადლობა, მეცხრე(ა) კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც თემა - „შოკოლადის ქიმია“ ექსპერიმენტის, პრეზენტაციისა და ბუკლეტის სახით განიხილეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება.
იხილეთ ფოტოები: