ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
17-11-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, VII კლასის მოსწავლეებმა, რუსული ენის პედაგოგის - ტატიანა კაციაშვილის ხელმძღვანელობით, იმუშავეს პროექტზე - Моя школа. Мой класс და ინდივიდუალურად წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები.

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს, წარმატებით წარმოაჩინეს ენობრივი მარაგი და ცოდნა გაიმდიდრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203