
მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევიან.
ახლახან, ფიზიკის გაკვეთილზე ძალიან საინტერესო პრეზენტაცია მოამზადა და თანაკლასელებსა და პედაგოგებს წარუდგინა მე-10ბ კლასის მოსწავლე მარიამ ოდიშარიამ.
პრეზენტაციის თემა იყო - „ფარადეის გალია“.
პრეზენტაციაზე მოსწავლემ, დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ისაუბრა, როგორ იცავს ეს საოცარი გამოგონება ადამიანებსა და მოწყობილობებს ელექტრომაგნიტური ველებისგან.
მოსწავლეებმა ახალ უკვე იციან, რომ ფარადეის გალიის პრინციპი გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც - თვითმფრინავებში, ლაბორატორიებში, და მაშინაც კი, როცა მეხი მოდის.
„საინტერესო იყო იმის დანახვა, როგორ ერწყმის თეორია პრაქტიკას და როგორ მუშაობს ბუნების კანონები რეალურად“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და საინტერესო ინიციატივები.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციებით სწავლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სასწავლო მეთოდად მიიჩნევა. მისი მნიშვნელობა მრავალმხრივია და მხარს უჭერს მოსწავლის როგორც აკადემიურ, ისე შემოქმედებით განვითარებას. შესაბამისად, სასწავლო მეთოდს მარტვილის N1 საჯარო სკოლაში ხშირად მიმართავენ.