საქობოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით, საშემოდგომო ნამუშევრები შექმნეს
18-11-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე შემოქმედებითი და პრაქტიკული აქტივობა განახორციელეს.

თემის - „შემოდგომა“ - ფარგლებში, ბავშვებმა სხვადასხვა გრაფიკული პროგრამისა და ციფრული ხელსაწყოს (kids.ge, Paint) გამოყენებით, მრავალფეროვანი ვიზუალური ნამუშევრები შექმნეს, სადაც ასახეს სეზონის ფერები, საშემოდგომო ნუგაბრი, ბუნების ცვლილება.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის საბაზისო პროგრამებთან დამეგობრება და შემოქმედებითობის წახალისება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები არა მხოლოდ ტექნიკურ უნარებს ავითარებს, არამედ ხელს უწყობს ბავშვებში ფანტაზიის განვითარებას.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს და გაკვეთილის ბოლოს ერთმანეთს გაუზიარეს ნამუშევრები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203