ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები - გიორგი და შოთიკო ჯანხოთლები სალოტბარო ფესტივალზე წარმატებით წარდგნენ
17-11-2025

​ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები - გიორგი და შოთიკო ჯანხოთლები  სალოტბარო ფესტივალში მონაწლეობისთვის შეირჩნენ. 

​გიორგი და შოთიკო სალოტბარო სკოლის აღსაზრდელები არიან და სიმღერის განსაკუთრებული ნიჭითაც გამოირჩევიან. 

ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში საქართველოს რეგიონის 45 სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინეს. 

შესრულდა საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ქართული მრავალხმიანობის, ტრადიციული გალობისა და ქორეოგრაფიის უნიკალური ნიმუშები.

კონცერტს წინ უძღოდა 9-დღიანი რეპეტიციები.

მოსწავლეები - გიორგი და შოთიკო ჯანხოთლები ფესტივალზე წარმატებით წარდგნენ და მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. 

„ჩვენი სკოლა მადლობას უხდის გიორგი და შოთიკო ჯანხოთლებს პროექტში მონაწილეობისა და იმ მიღწეული წარმატებისთვის, რასაც ჰქვია ძველი ლაშხური სიმღერების პოპულარიზაცია.  გიორგი და შოთიკოს ვუსურვებთ დიდ ასპარეზზე გაბრწყინებას, დაე მათი ხმები ამშვენებდეს ქართულ ფოლკლორს მრავალჟამიერ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამაყობენ მოსწავლეთა ნიჭიერებით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203