„ოქროს შემოდგომა“ ღადოლარის საჯარო სკოლაში
17-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და ფერადოვნებას ღონისძიება მიუძღვნეს. 

სკოლაში X კლასის დამრიგებლის- აღუნიკ კირაკოსიანის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „ოქროს შემოდგომა ღადოლარში“.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ. წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები. ბავშვებმა ღონისძიებაზე ზღაპრის გმირებსაც უმასპინძლეს - დათვს, ბებოს, მელას, მგელსა და კურდღელს. მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

საგანგებოდ ღონისძიებისთვის სკოლის ეზო თემატურად მოირთო, რაც განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.

ღონისძიებას სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ მშობლებიც. მათ მოსწავლეები მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203