
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა მრაავლმხრივ განვითარებას ემსახურება და მატი დიდი ინტერესით გამირჩევა.
აღსანიშნავია, საქართველოს გეოგრაფიაში, პედაგოგ ზურაბ ხარიბეგაშვილის ხელმძღვანელობით, განხორციელებული პროექტი.
IX კლასის მოსწავლეები ჰეოგრაფიის გაკვეთილზე გაეცნენ საქართველოს ჰიდროგრაფიულ რესურსებს, ჩაატარეს კვლევა-ანალიზი და შექმნეს პროექტი.
მე-9 კლასის მოსწავლეები პროექტის ფარგლებში, გაეცნენ საქართველოს მდინარეებს, ტბებს, წყალსაცავებსა და მყინვარებს.
პროექტის მიზანი იყო - მდგრადი განვითარების მე-4 მიზინის - სუფთა წყლისა და სანიტარიის ხელმისაწვდომობისა და მდგრადი მართვის უზრუნველყოფა - მნიშვნელობის გააზრება და საზოგადოების ინფორმირება, რათა გაიზარდოს ცნობიერება წყლის რესურსების მნიშვნელობაზე და საჭიროებაზე.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, მათ წყლის რესურსების დაცვის მნიშვნელობა და საკუთარი როლი ბუნების დაცვაში უკეთ გაიაზრეს.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: