
„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის ონლაინ ოლიმპიადა ქართული ენითა და ლიტერატურით 18 ნოემბერს იწყება.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივ ოლიმპიადებში მონაწილეობა II-XI კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ. თითოეული საგნისთვის 2 დღეა გამოყოფილი.
საგნობრივ ოლიმპიადებზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე
საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია:
› ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა (18-19 ნოემბერი)
› ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადა (25-26 ნოემბერი)
› ინგლისური ენის ოლიმპიადა (2-3 დეკემბერი)
› მათემატიკის ოლიმპიადა (9-10 დეკემბერი)
ტესტის დასრულებისთანავე ყველა მონაწილე მიიღებს სპეციალურ სახელობით ონლაინ სიგელს.
თითოეულ კლასში და თითოეულ საგანში გამოვლინდება ჩემპიონთა ათეული, რომლებიც მიიღებენ სპეციალურ სახელობით დიპლომებს.
პირველი ადგილის მფლობელებს მიენიჭებათ აბსოლუტური ჩემპიონების ტიტულები.
გამორჩეული ათეულის შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები:
· განათლების და მეცნიერების სამინისტროში
· სკოლაში
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ „ეტალონის“ FB გვერდზე