„საშინაო დავალება უნდა იყოს მარტივი, მცირე ზომის, რადგან მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს შესრულება“ - ორბელის საჯარო სკოლის პედაგოგი მაია კვენეტაძე
17-11-2025

მაია კვენეტაძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგია, რომელიც მოწოდებულია მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი განათლება და ამით ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში შეიტანოს საკუთარი წვლილი. 

მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა და თვლის, რომ მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის სიყვარული და პატივისცემა აუცილებელია. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი მაია კვენეტაძე პასუხობს.

  - მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

- სიყვარული, პატივისცემა, მხარდაჭერა, თანაგრძნობა და მეგობრული დამოკიდებულება.

განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

- შევქმნათ უკეთესი მომავალი. საზოგადოებაში დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი და ქვეყნის წინსვლა და განვითარებაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი.

- საშინაო დავალება უნდა იყოს...

- მარტივი, მცირე ზომის რადგან მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს მისი შესრულება. იგი უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული და ითვალისწინებდეს მის ინტერეს.

- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

- წარჩინებულ მოსწავლეთა წახალისება - პიროვნული თუ აკადემიური მიღწევებისთვის.

საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

- უცხო ენა და საქართველოს ისტორია.

- რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

- შალვა ამონაშვილს.

- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

- თანამდროვე სტანდარტებთან შესაბამისი, ტექნოლოგიებით გაჯერებული, მოქნილი საგანმანათლებლო სივრცე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203