პტენის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა ბუნებრივი მასალებით ნამუშევრები შექმნეს 
18-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებს ბუნების გაკვეთილზე,  პედაგოგმა ელგა თეთვაძემ შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობა შესთავაზა.

მოსწავლეებმა ბუნებრივი მასალების - ფოთლების, ტოტების, კაკლის ნაჭუჭისა და გირჩების გამოყენებით საკუთარი ხელით შექმნეს სხვადასხვა ცხოველი.

შემოდგომაზე ბუნებრივი მასალების მრავალფეროვნებამ ბავშვებს შესაძლებლობა მისცა, ფანტაზია ნამუშევრებად ექციათ, მასწავლებელმა მათი შემოქმედებითობა წაახალისა, რაც საბოლოო ნამუშევრებზე აისახა. 

გაკვეთილი აღმოჩნდა არა მხოლოდ სასწავლო-შემეცნებითი, არამედ გასართობიც. მოსწავლეებმა კი უკეთ გაიაზრეს ბუნების მრავალფეროვნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203