ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ფერადი ღონისძიებით გააცილეს 
17-11-2025

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში საოცარი საშემოდგომო სურნელი და ამაღლებული განწყობა დატრიალდა. 

სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შემოდგომა ზეიმით გააცილეს. ბავშვები ცეკვით, სიმღერით და ლექსებით წარდგნენ მიწვეული სტუმრების წინაშე.

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას, ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და პედაგოგები სიამაყით აავსეს. 

„დღემ მხიარულად და ნაყოფიერად ჩაიარა“,- გვეუბნებიან სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო და დაუვიწყარ ღონისძიებას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203