„ციხე-ტაძართა საგალობელი“ - შთამბეჭდავი ღონისძიება ზემო ნატანების საჯარო სკოლაში
17-11-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წახალისებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, შთამბეჭდავი ღონისძიება „ციხე-ტაძართა საგალობელი“, რომელშიც მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიების თემა იყო სვეტიცხოვლობა (მცხეთობა).

ბავშვებმა დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით წარმოადგინეს ლექსები, შემოქმედებითი ნომრები, ისტორიული ცნობები, რომლებიც ასახავდა ჩვენი ქვეყნის ფასდაუდებელ მემკვიდრეობას.

ღონისძიებას პედაგოგები - ლელა შველიძე და ლიკა დუმბაძე ხელმძღვანელობდნენ. 

სკოლას მადლობას უხდიან ყველას ვისაც ღონისძიების ჩატარებაში მიუძღვის წვლილი. 

„განსაკუთრებული მადლობა თითოეულს, ვინც თავისი პროფესიონალიზმით, შემოქმედებითი მიდგომითა და თავდადებით ხელი შეუწყო ღონისძიების დაგეგმვასა და წარმატებით განხორციელებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203