
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. ასეთი მიდგომა კი მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.
ახლახან, ეშტიის N2 საჯარო სკოლის გუნდი სპორტულ-გასართობი თამაშების გამარჯვებული გახდა.
ნინოწმინდის სპორტულ დარბაზში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ტურის დასკვნითი შეჯიბრი გაიმართა - „მხიარულ სტარტებში“, სადაც მოსწავლეთა რვა გუნდი მონაწილეობდა.
დაძაბულ და შეუპოვარ ბრძოლაში გაიმარჯვა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის გუნდმა.
მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი სევაკ აროიანი გახლავთ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: