შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება ​ნაბახტევის საჯარო სკოლაში
17-11-2025

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში საოცარი საშემოდგომო სურნელი დატრიალდა. 

სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა 14 ნოემბერს დიდი ზეიმით გააცილეს ბარაქიანი შემოდგომა.

ღონისძიების წარმმართველ იდეა იყო „ფოთოლცვენა“. ღონისძიება გახსნეს ორგანიზატორებმა - მუსიკის პედაგოგმა, მე-9 კლასის ხელმძღვანელმა, მაია რიჟამაძემ და პირველი კლასის ხელმძღვანელმა, ეკატერინე თედეშვილმა.

თემატიკიდან გამომდინარე მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, ააჟღერეს სიმღერები.

შესრულდა ცეკვა - „ცანგალა და გოგონა“, სადაც აქტიურად მოსწავლეებთან ერთად ჩაერთო პედაგოგი მაია რიჟამაძე.

მოსწავლეებმა ხალისით ამოავლეს ჩურჩხელები. ღონისძიებაში აქტიური ჩართულობა იყო მშობლებისგანაც.

სკოლის დირექტორმა, ელზა მაისურაძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს, პედაგოგებს - მაია რიჟამაძეს და ეკატერინე თედეშვილს, პირველი (ეკატერინე თედეშვილი), მე-2 (თეონა გელაშვილი),მე-3 (ანა ხმალაძე),მე-4(ლელა მჭედლიძე) კლასების მოსწავლეებს მათ მშობლებსა და დამრიგებლებს აქტიური ჩართულობისთვის

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203