
14 ნოემბერს ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში თარიღი გამორჩეულად აღნიშნეს.
ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა. პედაგოგმა - ვარა გალიბინმა, მოსწავლეებთან ერთად, წაიკითხა მათი საყვარელი ავტორის წერილი. ბავშვებმა ასევე ნახეს ფილმი და მოამზადეს საინტერესო პრეზენტაცია.
მოსწავლეებისთვის ღონისძიება სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. ყველასთვის საყვარელი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ბევრი ნაკლებადცნობილი ფაქტიც შეიტყვეს.
ცნობილი შვედი მწერალი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნი და ფილმის სცენარი 1907 წლის 14 ნოემბერს დაიბადა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: „პეპი გრძელწინდა“, „სახურავის ბინადარი კარლსონი“ ,„ლიონებერგელი ემილი“ და „ბიულერბიუელი ბავშვები.
იხილეთ ფოტოები: