
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა და არაფორმალური განათლების პროექტში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეების სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
ახლახან, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე დავით კვარაცხელია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-2 ტურში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდა.
მოსწავლეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან სიგელი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ 2024-25 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 64 ქალაქში გაიმართა. მასში 6 880-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
იხილეთ ფოტო: