
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პრაქტიკული დავალებებითა და ექსპერიმენტებით კი ბუნებისმეტყველების გაკვეთილები გამოირჩევა.
ახლახან, V კლასის მოსწავლეებმა „ნიადაგის შემადგენლობა“ პრაქტიკული, კვლევითი და ინტერაქტიული აქტივობებით შეისწავლეს.
V კლასის მოსწავლეები პრაქტიკულ საქმიანობაში ჩაერთნენ და ცოდნა საკუთარი დაკვირვებით გაიღრმავეს.