გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უქმე დღეები ბანაკში გაატარეს
17-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

გასულ შაბათ-კვირას, სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო და მხიარულ ბანაკში, სადაც სიხარულით გაატარეს ორი დღე შემოქმედებით ატმოსფეროში. 

ბანაკში მოსწავლეებმა ისწავლეს თანამშრომლობა, პასუხისმგებლობა, ერთმანეთის მხარდაჭერა და დროის სასიამოვნოდ, და იმავდროულად, პროდუქტიულად გატარება. აქტივობებმა - სპორტულმა თამაშებმა, შემოქმედებითმა დავალებებმა - დაუვიწყარი ემოციები შესძინა მათ და მეგობრობა და გუნდურობა კი კიდევ უფრო განამტკიცა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბანაკიდან ბავშვები დაბრუნდნენ დადებითი ენერგიით, ახალი შთაბეჭდილებებითა და მოტივაციით, რომ სწავლა და ყოველდღიურობა კიდევ უფრო საინტერესო გახდეს.

„გულითადი მადლობა თამარ მასწავლებელს მოსწავლეების გვერდში დგომისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203