საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თელავისა და სიღნაღის ღირსშესანიშნაობებს კედლის გაზეთი მიუძღვნეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო პროცესი გამდიდრებულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება.
ახლახან, VI კლასის მოსწავლეებმა საგანში - „ჩვენი საქართველო“ შეისწავლეს კახეთის უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობები და ამ თემასთან დაკავშირებით, მოამზადეს კედლის გაზეთი კახეთის ორ მნიშვნელოვან ქალაქზე - თელავსა და სიღნაღზე.
მიზანი იყო, უკეთ გაეცნოთ საკუთარი ქვეყანა, შეესწავლათ ისტორია, კულტურა და ის ადგილები, რომლებიც კახეთს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. კედლის გაზეთში შესრულებული ნახატის ავტორი: ლუკა ბერიაშვილი გახლავთ. სასწავლო პროცესს კი მასწავლებელი ნინო გიგილაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: