საბუეს საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
18-11-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნას, ისე მათ ინტელექტუალურ განვითარებას. ამ უნარების წარმოჩენა-განვითარების მიზნით კი მათი ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. 

12 ნოემბერს, სკოლაში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაში -„ტვინების ბრძოლა“. ჩემპიონატში მონაწილეობდა შვიდი გუნდი.

მოსწავლეები გადანაწილებულნი იყვნენ ასაკობრივ ჯგუფებში. მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცათ სიგელები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203