
8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წელი გავიდა. ამ ღირსშესანიშნავი დღის აღსანიშნავად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის კათედრის ორგანიზებით, განხორციელდა პროექტი - „ჩვენი ილია ჭავჭქვაძე“.
პროექტის ფარგლებში, დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობა: მხატვრული საკლასო ღონისძიება, თავისუფალი თემის კონკურსი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, კედლის გაზეთის დამზადება.
პროექტი მიზნად ისახავდა ილია ჭავჭავაძის ღვაწლის გახსენებასა და დაფასებას.
პროექტში მონაწილეობდნენ V-XI კლასის მოსწავლეები.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. ბავშვებმა ერის მამად წოდებული სახელოვანი წინაპრის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და მისი ღირებულებები უკეთ გაიაზრეს.