ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეს კვირეული მიუძღვნეს
17-11-2025

14 ნოემბერს ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში თარიღი გამორჩეულად აღნიშნეს. 

ლინდგრენის მოთხრობით შთაგონებულმა მე-4 კლასელებმა, საყვარელი მწერლის დაბადების დღეს კვირეული მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა მწერლის ცნობილი მოთხრობები წაიკითხეს და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.  

„პეპი გრძელწინდას“ მიხედვით კი ​ჩაატარეს ვიქტორინა, რომელსაც ქართულის მასწავლებელი თამილა ჭაჭუა ხელმძღვანელობდა.

ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთნენ ვიქტორინაში, მსჯელობდნენ, იხსენებდნენ ნასწავლს და კარგადაც გაართვეს თავი. 

ცნობილი შვედი მწერალი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნი და ფილმის სცენარი 1907 წლის 14 ნოემბერს დაიბადა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: „პეპი გრძელწინდა“, „სახურავის ბინადარი კარლსონი“ ,„ლიონებერგელი ემილი“ და „ბიულერბიუელი ბავშვები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203