„შემოდგომა ფერებსა და ხმებში“ - თბილისის N28 სკოლის მე-3 კლასელებს კალასის საათი ორი საგნის ინტეგრირებით ჩაუტარდათ
18-11-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა კლასის საათი შემოდგომას მიეძღვნა. 

კლასის საათი ქართული ენისა და მუსიკის ინტეგრირებით ჩატარდა და მისი თემა იყო „შემოდგომა ფერებში და ხმებში“. 

შემოდგომა მოდის და ტოვებს ნაკვალევს - ფოთლების შრიალს, წვიმის ხმას და მზის თბილ სხივებს. სწორედ ამ თემაზე წარიმართა სასწავლო პროცესი, რომელსაც პედაგოგები - ლია ცერცვაძე და ლიკა მაჭავარიანი ხელმძღვანელობდნენ, 

მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ როგორ გარდაიქმნება ბუნება, რა ხმები მოაქვს ქარს, ფოთლების შრიალს, წვიმას. 

მოსწავლეებისთვის კლასის საათი მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203