„ნადური კრიმანჭული ღრმაღელეში“ - საშემოდგომო დღესასწაული ღრმაღელის საჯარო სკოლაში
17-11-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლაში საოცარი საშემოდგომო სურნელი დატრიალდა.

მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ღონისძიება მიუძღვნეს და ტრადიციული ქართული საშემოდგომო წეს-ჩვეულებები გააცოცხლეს. 

სკოლაში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო სახელწოდებით - „ნადური კრიმანჭული ღრმაღელეში“.

„ნამდვილად წარმატებული და ლამაზი ღონისძიება იყო. პრეზენტაციებით, სიმღერებით და ცეკვებით წარმოაჩინეს მოსწავლეებმა შემოდგომის დეტალები და ასეთი ტრადიციების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია!“- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა.

ღონისძიებამ სკოლაში ზრაპრული განწყობა შექმნა და როგორც მოსწავლეებს, ისე დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები აჩუქა. 

„უმაღლესი დონის ღონისძიება! ბავშვები და მასწავლებლები შესანიშნავად იყვნენ ჩართულები. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ქართული ტრადიციების და კულტურული მემკვიდრეობის ასეთი სიყვარულით წარმოჩენა! თითოეული დეტალი, მოსავლიდან დაწყებული კოსტიუმებით დამთავრებული, გულითაა გაკეთებული“,- დასძენენ სკოლაში. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203