ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია 
17-11-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ტური მოეწყო. 

სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ქართულისა (ინგა გამსახურდიშვილი, ლელა გაფრინდაშვილი) და ისტორიის (მაია ვეშაპიძის) მასწავლებლების ხელმძღვანელობით მოინახულეს ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, გალაკტიონისა და ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმები.

მოსწავლეებმა გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა გაიმდიდრეს მუზეუმში დაცული არტეფაქტების დათვალიერებით და აღფრთოვანებული დარჩნენ ვანის განძის ხილვით. ბავშვები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი და უძველესი წარსულის შესწავლის მნიშვნელობაში.

დიდი ინტერესით დაათვალიერეს დიდი პოეტების გალაკტიონისა და ტიციან ტაბიძის მშობლიური კერა. წაიკითხეს ლექსები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

შემოდგომის ეს მზიანი დღე დაუვიწყარ მოგონებად დარჩება მათ ცხოვრებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203