
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ისე მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას და სასკოლო ცხოვრების გამდიდრებას ემსახურება.
ახლახან, VIგ კლასში, პედაგოგ ელისო კიკვაძის ხელმძღვანელობით, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ვიქტორინა ჩატარდა.
ღონისძიებაში მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
ვიქტორინა, მათთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
ბავშვებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და საგანში ცოდნაც გაიმდიდრეს.
იხილეთ ფოტოები: