
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლის დირექტორ ალისა აბაჯიანისთვის წარმატებული სკოლა იწყება პოზიტიური სასწავლო სივრცით, კვალიფიციური და მოტივირებული პედაგოგებით და მიდგომით, რომელიც თითოეული მოსწავლის საჭიროებებს ითვალისწინებს. მისი თქმით, სკოლის რეალური წარმატება საბოლოოდ მოსწავლეთა მიღწევებში, პროგრესსა და სასწავლო პროცესის ხარისხში აისახება.
დირექტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ერთიან, პროფესიონალ და პასუხისმგებლიან გუნდს, რომლის თანადგომაც ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ამაღლებს მოტივაციას და საერთო მიზნების მიღწევას ამარტივებს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლის დირექტორი ალისა აბაჯიანი პასუხობს.
- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...
- პოზიტიური სასწავლო გარემო დაინტერესებული კვალიფიციური პედაგოგები და მოსწავლის საჭიროებებზე ორიენტირებული მიდგომა.
- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...
- მოსწავლეთა მიღწევები პროგრესი და სასწავლო პროცესის ხარისხი.
- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...
- ქმნის სასიამოვნო გარემოს, ამაღლებს მოტივაციას და ამარტივებს საერთო მიზნების მიღწევას.
- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...
- პროფესიონალი ერთიანი და პასუხისმგებლიანი კოლექტივი, რომელიც მოსწავლის განვითარებაზე მუშაობს.
- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...
- ჩვენი ერთობლივი მუშაობა შედეგიანია და სწორი გზით მივდივართ.
- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...
- გადაწყვეტილების მიღებას მიუკერძოებლად, წესებზე დაყრდნობით და თითოეული მხარის ინტერესების სამართლიან გათვალისწინებას.
- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...
თითოეული მოსწავლე თავს უსაფრთხოდ, დაფასებულად და მოტივირებულად იგრძნობს.