რამდენი დღის გაცდენის შემთხვევაში ირიცხება ბაღიდან აღსაზრდელი - გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების ჩამონათვალი
19-11-2025

თუ საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ზედიზედ 10 სამუშაო დღე, ან თვის განმავლობაში 15 სამუშაო დღე ბაღში არ გამოცხადდება, ის გაირიცხება, თუმცა არსებობს საპატიო მიზეზებიც. 

აღსაზრდელის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ვკითხულობთ: 

აღსაზრდელის ზედიზედ 10 სამუშაო დღის, ხოლო, თვის პერიოდში 15 სამუშაო დღის განმავლობაში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში გამოუცხადებლობა წარმოადგენს რეგისტრაციის შეჩერების საფუძველს, ხოლო, მომდევნო 5 სამუშაო დღეში აღსაზრდელის მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) მიერ, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში წარუდგენლობა, ამორიცხვის და რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.

ელექტრონულ მისამართზე რეგისტრაციის შეჩერება ხდება ავტომატურად (მე-10 დღის ან/და მე-15 დღის 18 საათიდან), რომელიც არ საჭიროებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებას.

დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია:

ა) აღსაზრდელის ან/და აღსაზრდელის ოჯახის წევრის ავადმყოფობა;

ბ) ოჯახის წევრის გარდაცვალება;

გ)სტიქიური უბედურება ან სხვა ფორს-მაჟორული სიტუაცია (მათ შორის პანდემია).

გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე, სხვა განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის საპატიოდ მიჩნევის საკითხს წყვეტს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორი.

საპატიო გაცდენის დამადასტურებელი დოკუმენტის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში წარდგენის შემთხვევაში, არ ხდება რეგისტრაციის შეჩერება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203