ფერებით, სიმსუბუქითა და ბავშვების შემოქმედებით გაჯერებული ღონისძიება საქობოს საჯარო სკოლაში
17-11-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში საოცარი საშემოდგომო განწყობა დატრიალდა. მოსწავლეებმა წელიწადის აუ უმშვენიერესი სეზონის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა. 

14 ნოემბერს სკოლისთვის განსაკუთრებული დღე იყო  - ჩატარდა საშემოდგომო სასკოლო ზეიმი, რომელშიც როგორც დაწყებითი, ისე უფროსი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიება ფერებით, სიმსუბუქითა და ბავშვების შემოქმედებით იყო გამორჩეული.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიციები, სიმღერები, ცეკვები და საკუთარი ხელით დამზადებული საშემოდგომო ნამუშევრები. თითოეული ნომერი გამოხატავდა შემოდგომის სითბოს, მადლიერებას და სოფლის ტრადიციებს, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ ელფერს სძენდა.

მასწავლებლების მხარდაჭერით, მოსწავლეებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს თავიანთი ნიჭი და შრომა. მშობლები და მოწვეული სტუმრები სასიამოვნოდ გაოცებულნი დარჩნენ ბავშვების მომზადებით და ორგანიზებით.

ზეიმი დასრულდა თბილი სიტყვებით, მადლობის გადახდით და იმ სურვილით, რომ საქობოს სკოლაში მსგავსი ერთიანი, შემოქმედებითი და სითბოთი გაჟღენთილი დღეები ხშირად გაგრძელდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203