კალის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წლისთავ​ს ღონისძიება მიეძღვნა 
14-11-2025

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წლისთავი აღინიშნა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა ერის მამად წოდებული დიდი ქართველის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ხოტბა შეასხეს. 

მე-8 კლასის  მოსწავლეებმა - ანა ხარძიანმა, გიორგი ხარძიანმა და გიორგი მარგველანმა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობაზე ისაუბრეს. ილიას ბიოგრაფიიდან ნაკლებად ცნობილი ფაქტებიც გააჟღერეს და მისი შემოქმედება მხატვრულად წაიკითხეს. 

ღონისძიება მოსწავლეებისთვის საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა, მათ სახელოვანი წინაპრის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და გაიაზრეს მისი ღირებულებები

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203