
თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიებებით. მუზეუმებში ვიზიტი კი სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ახალახან, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - დათო ტაბახმელაშვილისა და კლასის დამრიგებლის - თამარ ჯოხაძის ორგანიზებით, იმყოფებოდნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში, სადაც მოსწავლეებმა ადგილზე ნახეს პერისტორიული პერიოდის არქეოლოგიური არტეფაქტები.
ამ არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობას ესწრებოდა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო სივრცის ხელმძღვანელი ნინო მეტრეველი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებასა და ახალგაზრდების საქართველოს ისტორიითა და კულტურით დაინტერესებას.
იხილეთ ფოტოები: